ეტოო უმძიმეს ავარიაში მოჰყვა

8-11-2020, 23:14

კატალონიური "ბარსელონასა" და მილანის "ინტერის" ლეგენდარული ექს-თავდამსხმელი, სამუელ ეტო'ო ავტოავარიაში მოჰყვა.

გავრცელებული ცნობით, 39 წლის ფეხბურთელს კამერუნში საკუთარი ავტომობილით მგზავრობისას ავტობუსი დაეჯახა. როგორც იტყობინებიან მანქანის წინა მხარე განადგურებულია.

ეტო'ო სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება, მაგრამ კულვარული ცნობებით,  მისი მდგომარეობა სტაბილურია.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



რა შემთხვევაში დატოვებს კვარაცხელია რუბინს - MatchTV

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია

დაგვიმეგობრდით