ლობჟანიძე: "ლაპარაკზე უკეთესი რეაბილიტაცია იქნება"

14-11-2020, 21:27

ეფას ერთა ლიგის მეხუთე ტურში, სომხეთის ეროვნულ ნაკრებთან შეხვედრამდე გამართულ მატჩისწინა პრესკონფოერენციაზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, საბა ლობაჟანიძემ ისაუბრა:

"მაკედონიასთან მარცხის შემდეგ გუნდში ფსიქოლოგიურად მძიმე მდგომარეობაა, თუმცა ბიჭები ერთმანეთს მხარში მაქსიმალურად ვუდგავართ. სამწუხაროა, რომ ასეთი რეალობა დადგა, რომელსაც ვერ გავექცევით".

"ჩემი აზრით, ლაპარაკზე უკეთესი რეაბილიტაცია მოქმედებაა, ამიტომ ხვალინდელი მატჩი ამ კუთხით მნიშვნელოვანი იქნება. რა თქმა უნდა, ამ მატჩით ევროპის ჩემპიონატზე ვერ გავალთ, თუმცა ჩვენ პროფესიონალები ვართ და მოედანზე გასვლის მიზანი გამარჯვება იქნება", - განაცხადა ლობჟანიძემ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



ცნობილია რა სიმძიმისაა ხვიჩა კვარაცხელიას ახალი ტრავმა

დაგვიმეგობრდით