ძამბროტამ სერია ა-ში ორი ფავორიტი გამოკვეთა

14-11-2020, 23:12

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ჯანლუკა ძამბროტამ იტალიის ჩემპიონატი მიმოიხილა და სერია ა-ს ფავორიტები დაასახელა.

ძამბროტას თქმით, მიმდინარე გათამაშებაში ფავორიტი ორი გუნდია - ამ რბოლაში ლიდერები ტურინის "იუვენტუსი" და მილანის "ინტერი" იქნებიან.

"იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სეზონი გვაქვს. ჩემპიონობისთვის ბრძოლაში რამდენიმე კლუბია ჩართული და ვფიქრობ, დაძაბულობა სეზონის ბოლომდე გასტანს".

"რთულია ფავორიტის დასახელება, თუმცა "იუვე" და "ინტერი" კვლავ ფავორიტებად მოიაზრებიან", - ამბობს იტალიელი.

შეგახსენებთ, 43 წლის ყოფილი ფეხბურთელი "იუვენტუსის" ღირსებას 1999-2006 წლებში იცავდა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



რა შემთხვევაში დატოვებს კვარაცხელია რუბინს - MatchTV

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია

დაგვიმეგობრდით