საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა

15-11-2020, 23:03

საქართველოს ნაკრებმა თბილისში სომხეთის ნაკრებს უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

პირველ ტაიმში სომხები გეორგ ღაზარიანის გოლით დაწინაურდნენ და მალევე მეორე გოლის გატანაც შეეძლოთ, თუმცა ღაზარიანმა გვაპატია და ბურთი ძელს მოარტყა.

საწყის 45 წუთში ერთადერთი რეალური საგოლე მომენტი გვქონდა, თუმცა ლობჯანიძის დარტყმული სტუმართრა მეკარემ ეფექტურად მოიგერია.

მეორე ნახევარში ანგარიში ვაკო ყაზაიშვილის მიერ გატანილი პენალტით გავათანაბრეთ, რომელიც თავის მხრივ ლობჯანიძემ მოიპოვა.

მატჩის მიწურულს ქართველები წინ გამარჯვების მოსაპოვებლად დიდი ძალებით გაიქცნენ და მეტოქემ კონტრშეტევაზე დაგვიჭირა - ადამიანმა 86-ე წუთზე გამარჯვების გოლი შეაგდო.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



ცნობილია რა სიმძიმისაა ხვიჩა კვარაცხელიას ახალი ტრავმა

დაგვიმეგობრდით