როგორ იზეიმეს სომხებმა საქართველოსთან გამარჯვება (ფოტო)

15-11-2020, 23:23

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრა სომხეთის წინააღმდეგ დინამო არენაზე გამართა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

შეხვედრაში ანგარიში სომხეთმა პირველივე ტაიმში გახსნა. 33-ე წუთზე გიორგი მაკარიძის კარი გევორგ ღაზარიანმა აიღო (0:1), რასაც ჩვენი ნაკრების გოლი მოჰყვა.

65-ე წუთზე წესების დარღვევის გამო თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, ბურთთან ვაკო ყაზაიშვილი მივიდა (1:1).

86-ე წუთზე სომხეთმა გამარჯვების გოლის გატანა შეძლო, ამჯერად საკუთარი ნაკრეი სარგის ადამიანმა დააწინაურა.

სომხეთის ეროვნულმა ნაკრებმა "დინამო არენას" გასახდელში დიდი ზეიმი მოაწყო. გთავაზობთ ფოტოს:

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



ცნობილია რა სიმძიმისაა ხვიჩა კვარაცხელიას ახალი ტრავმა

დაგვიმეგობრდით