კაპაროსი: "ეტყობოდათ, რომ სიამაყით თამაშობდნენ"

15-11-2020, 23:40

აქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის მე-5 ტურში საკუთარ მოედანზე სომხეთის ნაკრებთან 1:2 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა ხოაკინ კაპაროსმა მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

"ჩემი ფეხბურთელების ძალისხმევით ძალიან კარგი შედეგი მივიღეთ. მადლობა მათ".

"ეტყობოდათ, რომ სიამაყით თამაშობდნენ. ძალიან დიდი იმედი გვქონდა, რომ მოვიგებდით და ასეც მოხდა".

"საქართველოს უძლიერესი გუნდი ჰყავს, რომელსაც 5 წელია, ვლადიმირ ვაისი წვრთნის და შეთამაშებულები არიან. გაგვიჭირდა, ადვილი არ იყო, მაგრამ გავიმარჯვეთ და შედეგით, რა თქმა უნდა, ძალიან კმაყოფილები ვართ", - განაცხადა კაპაროსმა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



ცნობილია რა სიმძიმისაა ხვიჩა კვარაცხელიას ახალი ტრავმა

დაგვიმეგობრდით