ვაისი: "თუ პროგრესი გინდათ, ზოგიერთი ფეხბურთელი ნაკრებში აღარ უნდა ათამაშოთ"

16-11-2020, 00:03

როგორც იცით, სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა ერთა ლიგის C ჯგუფის შეხვედრა საქართველოსა და სომხეთის ნაკრებებს შორის.

მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საინტერესო კომენტარი გააკეთა ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სლოვენიელმა სპეციალისტმა, ვლადიმერ ვაისმა:

"წინა ხაზი ჩვენთვის პრობლემატური საკითხია, არაერთი მომენტი შევქმენით, თუმცა მათი გამოყენება და გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ, საბოლოო გადაცემის გაკეთება გვიჭირს. ადრე სულ სხვა დამოკიდებულება იყო ამ ნაკრების მიმართ, ახლა კი ყველა გვაკრიტიკებს."

"მატჩის წინ მოთამაშეებს ვუთხარი, რომ თუ მოვიგებდით, მაშინ მათ შანსი ექნებოდათ 1 წლის შემდეგ უძლიერესს მეტოქეებთან ეთამაშათ, მაგრამ ამ მარცხით, ესტონეთთან ორთაბრძოლამ ყოველგვარი მნიშვნელობა დაკარგა, რადგანაც B ლიგაში აღზევებას ვეღარ შევძლებთ."

"შეხვედრამდე მათ ისიც მოვახსენე, რომ მიუხედავად ყველაფრისა, 90 წუთის შემდეგ ყველაზე სათანადო განცხადებას გავაკეთებდი მედიაში, ამიტომაც დროა თვალი გავუსწოროთ ამ ფაქტს, ზოგიერთ მოთამაშეს პასუხისმგებლობის ნაკლებობა აქვს, თუ პროგრესი გსურთ, ისინი ნაკრებში აღარ უნდა დარჩნენ, მე არ ვარ ქართველი, მაგრამ წარმატებისთვის ყველაფერი გავაკეთე."

"1:1-ის შემდეგ თავად ნახეთ თუ როგორი იყო რამდენიმე ფეხბურთელის დამოკიდებულება, ვწუხვარ, რომ ჯერ ჩრდილოეთ მაკედონიასთან, ახლა კი ჩემს ბოლოს წინა მატჩში დავმარცხდით."

"დისციპლინა ტრაგედიაა, სტანდარტულები ტრაგედიაა, დაცვა ტრაგედიაა, სხვა რა შეიძლება მომდხარიყო."

"ზოგი მეტად მონდომებულია და ზოგი არა, ვფიქრობ მომავალში ამ ნაკრებიდან რამდენიმე მოთამაშე საქართველოს მაისურს ვეღარ მოირგებს."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, სომხების გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 1:2.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



ცნობილია რა სიმძიმისაა ხვიჩა კვარაცხელიას ახალი ტრავმა

დაგვიმეგობრდით