წარმოუდგენელი გმირობა, რას აკეთებს ხვიჩა კვარაცხელია ვარჯიშის შემდეგ

16-11-2020, 20:07

ყაზანის "რუბინის" დამრიგებელმა, ლეონუდ სლუცკიმ, საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

"ხვიჩა გუნდში ძალიან უყვართ. ხასიათის მხრივ ძალიან რბილია და გამგებია. არის თემები, რაც საერთოდ არ აღელვებს - იღიმის და ბევრს არ ფიქრობს. ცხოვრებით კაიფობს, ამ სიტყვის კარგი მნიშვნელობით".

"ხვიჩა ბაზაზე ცხოვრობს და საღამოობით დამატებით კიდევ ვარჯიშობს. ზოგჯერ, ბაზაზე მეც გვიანობამდე ვრჩები ხოლმე და ფანჯრიდან ვხედავ, რომ ის რაღაც ილეთის დასახვეწად ისევ მოედანზეა და თავდაუზოგავად შრომობს".

"ვერ ვიტყვი, რომ ის ოდეგორივით შრომობს, რომელიც სატრენაჟორო დარბაზში თითოეულ კუნთს ამუშავებდა - მას ყველაფერი გაწერილი ჰქონდა. მაგრამ ხვიჩა მაინც ძალიან მიზანდასახულია", - განაცხადა სლუცკიმ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



ცნობილია რა სიმძიმისაა ხვიჩა კვარაცხელიას ახალი ტრავმა

დაგვიმეგობრდით