ვაისი რუსეთში დასაქმდება?

19-11-2020, 22:37

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწრთვნელი, ვლადიმერ ვაისი, კარიერას მალე განაახლებს.

როგორც სლოვაკი სპეციალისტის მშობლიური ქვეყნის მედია იტყობინება, ვაისი ყაზახეთში ან რუსეთში დასაქმების აპირებს.

სლოვაკი უკვე დაუკავშირდა ყაზახეთის ერთ-ერთი კლუბის ახალ ხელმძღვანელს და მუშაობაზე წინასწარი თანხმობა თქვა – ეს საქართველოს ნაკრებიდან მისი წასვლიდან სულ რაღაც ორი დღის შემდეგ მოხდა.

თუმცა, ჯერ საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის, რადგან პარალელურად, ვაისის წარმომადგენელი ეძებს დასაქმების ვარიანტებს ევროპასა და რუსეთში, სადაც მუშაობა ყველაზე მეტად სურს. თუმცა, ამავე დროს, ცნობილი გახდა, რომ ყაზახეთის ნაკრები ჩეხმა მიხალ ბილეკმა დატოვა, რადგან მისი ხელმძღვანელობით ყაზახეთის ნაკრებმა C ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა და D დივიზიონში დაქვეითების კანდიდატია. მის პოსტზე კი სწორედ ვაისის ვარიანტი განიხილება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

როგორ მიაგო შოთა არველაძემ მარადონას ხსოვნას პატივი (ფოტო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით