"უბრალოდ წვალობს" - რას წერენ რუსეთში თორნიკე შენგელიას შესახებ

20-11-2020, 20:31

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანს თორნიკე შენგელიას "ბაიერნთან" მორიგი არადამაჯერებელი მატჩი ჰქონდა, რასაც რუსული მედია გამოეხმაურა და თორნიკეს ცუდი შედეგების მიზეზი გამოივკლია.

"ის, რომ ქართველი კალათბურთელის გუნდთან შეგუება რთული იქნებოდა, მოსალოდნელი გახლდათ, თუმცა, არა ამ დონეზე, თოკო უბრალოდ წვალობს".

"ერთის მხრივ, ცსკა-მ არ იცის როგორ დაეხმაროს შენგელიას. მასთან დაკავშირებით შეტევის მხოლოდ 2 მიმართულებაა. ან ბურთი ჩადის ფლანგებზე, სადაც ის მყის ორმხრივი მეურვეობის ქვეშ ხვდება და უმეტეს შემთხვევებში ვერც იერიშს იწყებს და ვერც პასს აკეთებს. ანაც პერიმეტრზე მეტოქესთან ერთი ერთზე ტოვებენ, რომელსაც სისწრაფის ხარჯზე უნდა აჯობოს".

"სამწუხაროდ, თორნიკე ისეთი სწრაფი არ არის, რომ ფარქვეშ შესვლისას მინიმუმ მასზე წესების დარღვევა ვერ მოასწრონ".

"შენგელიას მოედანზე გაყვანა ძალიან საშიშია მაშინ, როდესაც თამაში ქულა ქულაში მიდის. ლოგიკურიცაა, რომ ის ამ დროს სკამზე რჩება. ცხადია, მას გამონათებები აქვს, თუმცა, ძალიან იშვიათად", - წერს გამოცემა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

როგორ მიაგო შოთა არველაძემ მარადონას ხსოვნას პატივი (ფოტო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით