"ჩვენ ეს თქვენზე მეტად გვინდოდა"

20-11-2020, 21:12

საქართველოს ნაკრების კაპიტანი, ჯაბა კანკავა Instagram-ის საკუთარ გვერდზე საქართველოს ნაკრების თამაშსა და საზოგადოებაში მის შეფასებას გამოეხმაურა.

"ყველას გააზრებული ჰქონდა, რამხელა მნიშვნელობის თამაში იყო ჩრდილოეთ მაკედონიასთან. პირადად მე და ჩემი თანაგუნდელები, როგორც არასდროს, ისე ვემზადებოდით ჯერ ნახევარფინალისთვის და შემდეგ ფინალური თამაშისთვის.

"ჩვენი ყველა ფიქრი მხოლოდ ფინალის წარმატებით დასრულებისკენ იყო მიმართული, ასეთი მნიშვნელოვანი თამაშის ვერმოგების შემდეგ, ჩვენთვის ძალიან მძიმე დღეები დადგა, 12 ნოემბრის შედეგმა ყველა მოთამაშეზე დიდი გავლენა მოახდინა. ჩვენ ყველაზე მეტად გვინდოდა ეს წარმატება და ხალხისთვის დიდი სიხარულის მინიჭება".

"წაგება მძიმე მისაღები იყო გულშემატკივრისთვის, ჯანსაღ კრიტიკას ყოველთვის ვიზიარებთ, მაგრამ შეურაცხმყოფელი შეფასებები ადამიანებისთვის ყოველთვის საზიანოა. მესმის მათიც, ვინც საუბრობს, რომ ნაკლებად ვკონტაქტობ საზოგადოებასთან და მედიასთან, ვიზიარებ ამ აზრს, მაგრამ მე დღეს არ შევცვლილვარ - ასეთი ვიყავი კაპიტნობამდეც და შემდეგაც".

"ამ თამაშამდე ასეთი დამოკიდებულება არ ყოფილა, ყველანი ერთმანეთის ვამხნევებდით. ჩემი პრიორიტეტი ყოველთვის იყო და იქნება მოედანზე ყველაფრის გაღება და გუნდის წარმატებაში თუნდაც მცირე წვლილის შეტანა. მჯერა, ეს მძიმე პერიოდი, როგორც ჩვენთვის, ისე გულშემატკივრებისთვის მალე ჩაივლის, რადგან მიმაჩნია, რომ ბევრად მეტი რესურსია ჩვენს ნაკრებში, ვიდრე ეს ბოლო თამაშების შედეგმა აჩვენა. განსაკუთრებული მადლობა ყველა ნამდვილ გულშემატკივარს, მხარდაჭერისა და გვერდით დგომისთვის", - წერს კანკავამ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

როგორ მიაგო შოთა არველაძემ მარადონას ხსოვნას პატივი (ფოტო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით