ჟერომ ბოატენგმა შესაძლოა "ბაიერნი" დატოვოს

21-11-2020, 19:14

იმ შემთხვევაში, თუ "მილანს" იანვარში სკუდეტოსათვის ბრძოლის შანსი კვლავ ექნება, "ელიოტი" მზადაა სტეფანო პიოლი ტოპ შენაძენებით დაასაჩუქროს.

ერთ-ერთი მთავარი პოზიცია, რომლის გაძლიერება საჭიროა დაცვის ცენტრია, რადგან მატეო მუსაკიო და ლეო დუარტე "მილანს" დატოვებენ.

"როსონერის" ხელმძღვანელობის რადარზე კი ჟერომ ბოატენგი მოექცა, რომელმაც დაადასტურა, რომ "ბაიერნისგან" ახალი კონტრაქტის თაობაზე შეთავაზება არ მიუღია.

მთავარი დაბრკოლება 32 წლის ფეხბურთელის მაღალი ანაზღაურებაა, თუმცა არა მიუწვდომელი. ტრანსფერს ჟერომის ძმის, პრინცის ფაქტორიც ხელს უწყობს, რომელმაც "სან სიროზე" ხუთი სეზონი გაატარა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

როგორ მიაგო შოთა არველაძემ მარადონას ხსოვნას პატივი (ფოტო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით