გვარდიოლა: "მსურს მესიმ კარიერა "ბარსაში" დაასრულოს"

21-11-2020, 21:39

"ბარსელონას" ლეგენდარულმა მწვრთნელმა, პეპ გუარდიოლამ, რომელიც ამჟამად "მანჩესტერ სიტიში" მუშაობს, ლეო მესის შესახებ ისაუბრა.

"ლიონელ მესი ბარსელონას მოთამაშეა. როგორც ადამიანი, ბარსას მადლიერი ვარ, რადგან მათ ჩემთვის ბევრი გააკეთეს.

მესისგან კი მხოლოდ ის მსურს, რომ კარიერა იქ დაასრულოს. არ ვიცი მას რა სურს, ყველას შესანიშნავი მიზნები გვაქვს გონებაში", - განაცხადა გუარდიოლამ პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანული ტაბლოიდები და ესპანური გამოცემებიც აქტიურად უკავშირებენ ლეოს ინგლისურ კლუბს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

როგორ მიაგო შოთა არველაძემ მარადონას ხსოვნას პატივი (ფოტო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით