პირლომ რონალდუს იდეალური პარტნიორი უპოვა

21-11-2020, 16:46

ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეა პირლომ განაცხადა, რომ მან კრისტიანო რონალდუს იდეალური პარტნიორი უპოვა.

"ვფიქრობ, ექსპერიმენტები დასრულდა. საშუალება მქონდა მემუშავა დიდებულ ფეხბურთელებთან, რომლებიც ტაქტიკურადაც და ტექნიკურადაც განსწავლულები არიან და ამით კმაყოფილი ვარ."

"მატჩების გათვალისწინებით, შესაძლოა, რაღაცეები შეიცვალოს. მაგრამ, გარკვეული მონახაზები მზად მაქვს და ეს უცვლელი დარჩება."

"მორატა დიდებული ფეხბურთელია და მან ეს არაერთხელ დაამტკიცა. ალვაროს ნამდვიალდ შეუძლოა რონალდუს პარტნიორობა და იდეალური დუეტის შექმნა." - აცხადებს პირლო.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

როგორ მიაგო შოთა არველაძემ მარადონას ხსოვნას პატივი (ფოტო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით