მესი "ბარსელონაში" ბოლო სეზონს ატარებს

21-11-2020, 23:48

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა შემტევმა, რივალდომ, მედიის წარმომადგენლებთან "ბარსელონას" ფორვარდ ლეო მესის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ, მისი აზრით, არგენტინელი კატალონიაში ბოლო სეზონს ატარებს.

"რა თქმა უნდა, იმის ფონზე, რომ "ბარსელონამ" ფეხბურთელებს ხელფასების შემცირება მოსთხოვა, მესის გაცილებით უკეთესი შემოთავაზებები ექნება. ის გუნდის დატოვებას გასული სეზონის ბოლოსაც ცდილობდა".

"სიმართლე რომ გითხრათ, ვერ ვხედავ გეგმას, რომლის დახმარებითაც ბარსელონას ხელმძღვანელობა მესის დარწმუნებას შეძლებს. შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის ან ლა ლიგის მოგებამ მესი გადაარწმუნოს. სამწუხაროდ, ვშიშობ, რომ მესი ბარსელონაში ბოლო სეზონს ატარებს", - ციტირეს ბრაზილიელს Betfair-ი.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

როგორ მიაგო შოთა არველაძემ მარადონას ხსოვნას პატივი (ფოტო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით