მესის ფანები გრიზმანს თავს დაესხნენ

21-11-2020, 21:52

"ბარსელონას" რამდენიმე გულშემატკივარი  ანტუან გრიზმანს დაესხა თავს.

მათი მოუწოდეს ფრანგს პატივი სცეს გუნდის კაპიტანს ლიონელ მესის.

29 წლის ფეხბურთელი მანქანით კლუბის ბაზიდან გამოდიოდა, როცა რამდენიმე გულშემატკივარმა მისთვის გზის გადაკეტვა სცადა. ისინი მანქანას შემოეხვივნენ და ყვიროდნენ: "პატივი ეცი, მესის!"

ფრანგმა ფეხბურთელმა ფანჯარა არ გააღო და წინსვლა მოახერხა.

შესაძლოა, ეს აქცია უკავშირდება გრიზმანის ყოფილი აგენტის ამასწინდელ სიტყვებს.

მან განაცხადა, რომ მესიმ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ანტუანს საშინელი ადაპტაცია ჰქონოდა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

როგორ მიაგო შოთა არველაძემ მარადონას ხსოვნას პატივი (ფოტო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით