"ტოტენჰემის" ფეხბურთელები ქართველებს დაემორჩილებიან

21-11-2020, 22:22

ვროპალიგის მე-4 ტურის მატჩს ლონდონის "ტოტენჰემსა" და ბულგარულ "ლუდოგორეცს" შორის ქართველი მსაჯები განსჯიან.

კერძოდ, მატჩს გიორგი ყრუაშვილი უმსაჯებს.

უცნობია ვერდითი მსაჯებისა და მე-4 არბიტრის ვინაობა, მაგრამ დიდი ალბათობით, ამ ფუნქციას ზაზა ფიფია, ლევან ვარამიშვილი და გიორგი ვადაჭკორია შეასრულებენ.

ეს ოთხეული ბოლო პერიოდში უეფას ტურნირების მატჩებს სისტემატურად მსაჯობს.

მიმდინარე სეზონში ისინი ევროპალიგაზე ზორია-ბაგრას, მურა-ორჰუსსა და ერთა ლიგაზე ყაზახეთი-ბელარუსის შეხვედრებს მოემსახურნენ.

აღნიშნული დაპირისპირება 26 ნოემბერს, თბილისის დროით 23:59 საათზე გაიმართება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

როგორ მიაგო შოთა არველაძემ მარადონას ხსოვნას პატივი (ფოტო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით