"მათ მკვლელობაზე შემხებლობა არ ჰქონდათ" - სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

21-11-2020, 19:43

ივნისში გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მსჯავრდებულ სამ არასრულწლოვანს 5 წლითა და 3 თვით, ორ არასრულწლოვანს - 6 წლითა და 9 თვით, კიდევ ერთს კი - 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

გადაწყვეტილება მცხეთის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე მაია ოშხარელმა გამოაცხადა. 5 წლით და 3 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ლ.შ.-ს, ნ.ც-ს, გ.მ.-ს. 6 წლითა და 9 თვის ვადით - ა.ქ- სა და ზ.ხ-ს, ხოლო 3 წლითა და 9 თვით - ნ.ქ.-ს.

მსჯავრდებულების ადვოკატების განცხადებით, გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

"არ გაითვალისწინეს ის, რომ არასრულწლოვნები იყვნენ, დარჩენილი ცხოვრება ენგრეოდათ. ეს იყო შურისძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, იმ ბიჭების მიმართ, ვისაც შემხებლობა არ ჰქონდა გიორგი შაქარაშვილთან", - განაცხადა მსჯავრდებული გ.მ-ს ადვოკატმა როსტომ კერესელიძემ ჟურნალისტებთან.

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან, ექვსი არასრულწლოვნის საქმე გამოძიებამ ცალკე წარმოებად ზაფხულშივე გამოყო. საქმის არსებითი განხილვა 18 აგვისტოს დაიწყო და სასამართლომ ყველა მათგანს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

როგორ მიაგო შოთა არველაძემ მარადონას ხსოვნას პატივი (ფოტო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით