ნემანი ნადოლომ 3 ფავორიტი ქართველი მორაგბე დაასახელა

21-11-2020, 23:14

"ლესტერ ტაიგერსის" ფიჯელმა ვარსკვლავმა, ნემანი ნადოლომ საქართველოს მიმართ დადებითი დამოკიდებულება კიდევ ერთხელ დააფიქსირა, როცა Instagram-ში გულშემატკივრების შეკითხვებზე პასუხისას საქართველოს ნაკრები და ქართველი მოთამაშეები რამდენჯერმე ახსენა.

გულშემატკივარი: "ჩრდილოეთ ნახევარსფეროს რომელიმე ქვეყანაში რომ გეთამაშა, რომელ ქვეყანაში ითამაშებდი და რატომ უელსში?"

ნადოლო: "საქართველოში".

გულშემატკივარი: "ნემანი, მოგესალმები საქართველოდან. ვინ არის შენი ფავორიტი ქართველი მორაგბე?"

ნადოლო: "მიშა ნარიაშვილი, შალვა მამუკაშვილი, ლევან ჩილაჩავა".


გულშემატკივარი: "როგორია შენი პროგნოზი უელსი - საქართველოს მატჩის ანგარიშთან დაკავშირებით?"

ნადოლო: "არ ვიცი, მაგრამ მე ჩემ ქართველ ბიჭებს ვგულშემატკივრობ".


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

როგორ მიაგო შოთა არველაძემ მარადონას ხსოვნას პატივი (ფოტო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით