რა შემოსავალი მიიღო საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე

22-11-2020, 19:47

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგაზე ექვსი თამაში გამართა, ერთი მოიგო, ოთხი ფრედ დაასრულა, ერთში დამარცხდა.

ჩვენმა გუნდმა ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და C ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.

ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში გამოსვლისთვის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას დაერიცხება 1,125 მლნ. ევრო.

C ლიგის ოთხივე ჯგუფის გამარჯვებული ბონუსის სახით 1,125 ევროს მიიღებს. ანუ ჯამში, ჯგუფში მონაწილეობისა და გამარჯვებისთვის, პირველადგილოსნებმა 2.25 მილიონი ევრო გამოიმუშავეს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით