ვის შეხვება ლანჩხუთის "გურია" ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალში

22-11-2020, 20:38

როგორც უკვე იცით, "ლანჩხუთი" პირველი ქართული ქალთა საფეხბურთო კლუბია, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.

უეფას გადაწყვეტილებით მიმდინარე სეზონში ცვლილება შევიდა და ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფორმატი შეიცვალა. ახალი სეზონიდან გათამაშება ჯგუფური ეტაპის ნაცვლად პლეი-ოფის სისტემით გაიმართება, გუნდები ერთმანეთს ორმატჩიან დაპირისპირებაში შეხვდებიან და მასში მონაწილეობას ევროპის 32 საუკეთესო გუნდი მიიღებს.

"ლანჩხუთის" მომავალი მეტოქე 24 ნოემბერს დაგეგმილ 1/16 ფინალური ეტაპის წილისყრაზე გაირკვევა.

სავარაუდო მეტოქეების სია ასეთია: "ლიონი", "ბარსელონა", "პსჟ", "ბაიერნი", "სიტი", "ჩელსი", "სელავია", "ვოლფსბურგი", "გლაზგო", "ციურიხი", "როსენბორგი", "ატლეტიკო", "ფორტუნა", "ბრონდბი".

2020-2021 წლების სეზონის ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფინალური ეტაპის პირველი მატჩები 9-10 / 15-16 დეკემბერსაა დაგეგმილი.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

როგორ მიაგო შოთა არველაძემ მარადონას ხსოვნას პატივი (ფოტო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით