საქართველოს თასის ფინალი გადაიდო

22-11-2020, 22:07

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს თასის ფინალში მონაწილე გუნდებიდან, ერთ-ერთის წევრთა უმრავლესობას კორონავირუსი დაუდასტურდა და ამის გამო, შეხვედრა გადაიდო.

"დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 2020 წლის სეზონის ფინალური შეხვედრა, რომელიც 25 ნოემბერს გორში უნდა გამართულიყო, ფინალის მონაწილე ერთ-ერთი გუნდის წევრთა უმრავლესობის კორონავირუსით ინფიცირების გამო, მატჩის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, გადაიდო".

"მატჩი 4 დეკემბერს, 16:00 საათზე კვლავ გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის საქართველოს თასის ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენლები - წყალტუბოს "სამგურალი" და "გაგრა" დაუპირისპირდებიან", - ვკითხულობთ ფედერაციის ოფიციალურ განცხადებაში.




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

კალაძე 12 ნოემბრის ღამეს დაჯარიმებულ გულშემატკივარს ჯარიმას გადაუხდის

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით