ქინქლაძე: "პირდაპირ ვამბობ, მათ ხვიჩა კვარაცხელიას ყიდვა სურთ"

23-11-2020, 19:39

საქართველოს ორგზის საუკეთესო ფეხბურთელმა, "აიაქსის" ყოფილმა მოთამაშემ და "მანჩესტერ სიტის" ლეგენდამ, გიორგი ქინქლაძემ Metaratings.ru-სთან ინტერვიუში „რუბინისა“ და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

"19 წლის ასაკში რომ "რუბინის" ლიდერი და ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი ხარ, ყველაფერი ნათქვამია. ხვიჩა ტალანტია და ამას ყველა აღიარებს".

"რუბინმა" ხვიჩა უნდა გაუშვას მხოლოდ ძალიან დიდი კლუბის შეთავაზების შემთხვევაში. ინგლისიდან და ჰოლანდიიდან ხვიჩაზე ბევრს მეკითხებიან ხოლმე. ისინი სანაკრებო თამაშებზე ფეხბურთელებს ხშირად აკვირდებიან".

"მჯერა, რომ ხვიჩას რუსეთში კიდევ ერთი წელი მაინც სჭირდება. ასე ვეუბნები ყველა ჩემს მეგობარს, ვინც მას უყურებს".

"ნიჭის მიხედვით, ჩემთვის პირველ ადგილზე კვარაცხელია და ჩაკვეტაძე არიან. სამწუხაროდ, ჩრდილოეთ მაკედონიასთან მოედანზე არც ერთი არ იყო", - განაცხადა ქინქლაძემ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



არშემდგარი ტრანსფერი - რა შეემთხვა ხვიჩა კვარაცხელიას

დაგვიმეგობრდით