კობიაშვილი : "ამ საკითხში მე ვაისს არანაირად არ ვეთანხმებოდი"

23-11-2020, 20:09

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა Silk Sport-ის ეთერში, გადაცემაში "ბურთი და მოედანი" საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მწრთვნელის, ვლადიმერ ვაისის შესახებ ისაუბრა.

"გამოძახებებზე ჩემი შეხეულებები მაქვს, მაგრამ მწრთვნელის კომპეტენციაში არასდროს ჩავრეულვარ და არც ჩავერევი".

"მაგალითად, ბუდუ ზივზივაძე აუცილებლად უნდა ყოფილიყო ნაკრებში. მაგრამ ვაისს ის არ გამოუძახებია, ასევე გაუგებარი იყო მისი ცვლილებები".

"ვაისმა ემოციურ ფონზე უცნაურ განცხადება გააკეთა, მაგრამ კონტექსტი მაინც სხვანაირად იყო გაგებული. ეს ინფორმაცია გადავამოწმე და თამამად ვიტყვი, რომ ვერ მივალთ იმ დასკვნამდე, თითქოს ვაისსა და გუნდს შორის ურთიერთგაგება არ ყოფილა", - განაცხადა კობიაშვილმა.

მოგეხსენებათ, სლოვაკმა სპეციალისტმა ნაკრები უკვე ოფიციალურად დატოვა.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



არშემდგარი ტრანსფერი - რა შეემთხვა ხვიჩა კვარაცხელიას

დაგვიმეგობრდით