კვარაცხელია: "როცა გავიგე, რომ მაკედონიასთან ვერ ვითამაშებდი, ასეთი რამ მოხდა"

23-11-2020, 20:32

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია ნოემბრის სანაკრებო შეხვედრებზე იყო გამოძახებული, მაგრამ ჩრდილოეთ მაკედონიასთან ევრო2020-ის ფინალამდე კორონავირუსი დაუდასტურდა და ჩვენი გუნდის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამოტოვა.

საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან ექსკლუზიურ ინტერვიუში 19 წლის თავდამსხმელმა აღნიშნულის შესახებ ისაუბრა,

"არავის ვუსურვებ, რომ ასეთი რამ განიცადოს, თანაც, ასეთი მნიშვნელოვანი მატჩის წინ, რაც მე განვიცადე, როცა გავიგე, რომ ვერ ვითმაშებდი. ეს ურთულესი გადასატანი იყო და დღემდე განვიცდი".

"კარგი ნაკრები ჩამოყალიბდა, ევროპის ჩემპიონატამდე ორი ნაბიჯი გვაშორებდა და მჯერა, წარმატებას მაინც მივაღწევთ".

მ"გუნდი ევროპის ჩემპიონატს ერთ ნაბიჯზე მიუახლოვდა, ანუ გარკვეულ დონეზე გაიზარდა. ამიტომაც მჯერა, რომ გუნდი მშენებლობა გაგრძელდება, კარგი მოთამაშეები გვყავს, გამოცდილებიც და ახალგაზრდებიც. ჩრდილოეთ მაკედონიასთან წაგებაც გამოცდილება იყო, რომელიც სამომავლოდ გამოგვადგება", - ამბობს კვარაცხელია.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



ფედერაციამ ნაკრების გაძღოლა კალაძისა და დემეტრაძის თანაგუნდელს შესთავაზა

დაგვიმეგობრდით