"ბარსელონა" ექვს ფეხბურთელს ჰყიდის

23-11-2020, 21:41

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას, "ბარსელონა" სახელფასო ბიუჯეტის განტვირთვასა და ტრანსფერებისთვის გარკვეული თანხის შეგროვებას აპირებს.

ესპანურ მედიაში გვარცელებული ცნობით, კატალონური კლუბი შეიძლება ერთბაშად ექვსმა ფეხბურთელმა დატოვოს. ესენი არიან: მცველები ხუნიორ ფირპო და სამუელ უმტიტი, ნახევარმცველები მატეუს ფერნანდესი, რიკარდო პუჩი და კარლეს ალენია, ფორვარდი მარტინ ბრეიტუეიტი.

ამასთან, პარალელურად ირკვევა, რომ "ბარსელონა" აღარ აპირებს ზამთარში უსმან დემბელეს გაყიდვას, რადგან მძიმე ტრავმა მიიღო გუნდის ფორვარდმა ანსუ ფატიმ.

პირიქით, კატალონური კლუბის ხელმძღვანელობას გეგმაში აქვს 23 წლის ფრანგთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



კვეკვესკირი კარიერას უნგრეთში გააგრძელებს

დაგვიმეგობრდით