"მილანის" ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, შესაძლოა, ერთი თვე გამოტოვოს ტრავმის გამო, რომელიც სერია A-ს მერვე ტურში "ნაპოლისთან" მატჩში მიიღო.
39 წლის შვედმა თითო ტაიმში თითო გოლი გაიტანა და დუბლი შეასრულა, 79-ე წუთზე კი იძულებული გახდა მინდორი დაეტოვებინა დაზიანების გამო. პირველადმა შემოწმებამ გამოავლინა მარცხენა ბარძაყის კუნთის პრობლემები.
წინასწარი ინფორმაციით, სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი სამ-ოთხ კვირას გამოტოვებს.
თუ ყველაზე უარესი პროგნოზები გამართლდა, იბრაჰიმოვიჩი "მილანს" ვერ იტალიის ჩემპიონატის ხუთ მატჩში და ევროპის ლიგის სამ მატჩში ვერ დაეხმარება.
-
|
-
|