5 საუკეთესო უცხოელი მწვრთნელი საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის

23-11-2020, 22:05

მოგეხსენებათ, ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ეროვნული ნაკრები ოფიციალურად დატოვა, ხოლო ფეხბურთის ფედერაცია ახალი მწვრთნელის ძიებაშია.

პრესაში ამ მომენტამდე რამდენიმე ინფორმაციამ გაიჟღერა. ჩვენი ქვეყნის მთავარ საფეხბურთო გუნდს რამდენიმე სპეციალისტს უკავშირებენ, რომელთა შორის უმეტესობა ქართველია.

თუმცა, პრესაში ასევე მუსირებს აზრი, რომ საქართველოს ნაკრები შესაძლოა უცხოელმა სპეციალისტმა ჩაიბაროს.

ჩვენ გადავხედეთ იმ უცხოელ მწვრთნელთა ჩამონათვალს, რომლებიც ამ მომენტისთვის უმუშევრები არიან. გამოვარჩიეთ 5 კანდიდატი, რომლებიც შესაძლოა საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის წარმატების მომტანები აღმოჩნდნენ.

5. ხავიერ აგირე (მექსიკელი)

ხავიერ აგიერს სანაკრებო დონეზე მუშაობის სერიოზული გამოცდილება აქვს. 61 წლის მექსიკელი სპეციალისტი 2-ჯერ, სხვადასხვა დროს მექსიკის ნაკრებს ავარჯიშებდა და ჩრდილოეთ ამერიკელების მუნდიალზე გაყვანა ორჯერვე მოახერხა. ამასთან ერთად, აგირემ 2002 და 2010 წლებში თავისი ქვეყნის ეროვნული გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალშიც ათამაშა. სხვდასხვა დროს აგირე ისეთ ესპანურ კლუბებში მუშაობდა, როგორებიც: "ოსასუნა", "ესპანიოლი", "სარაგოსა" "ლეგანესი" და მადრიდის "ატლეტიკოა". ხავიერ აგირე 2020 წლის ივლისიდან უმუშევარია.

4. ლუის ფერნანდესი (ესპანეთი)

ლუის ფერნანდესი თავისი კარიერის მანძილზე რამდენიმე ესპანურ და ფრანგულ გუნდს წვრთნიდა. 1994-96 და 2000-2003 წლებში იგი "პარი სენ-ჟერმენში" მუშაობდა, როცა ამ კლუბის რიგებში თვით რონალდინიოც თამაშობდა. ფერნადესს სანაკრებო დონეზეც აქვს გამოცდილება, იგი ისრაელისა და გვინეის ნაკრებებს ავარჯიშებდა. 61 წლის ფერნანდესმა "პარი სენ-ჟერმენთან" ერთად თასების მფლობელთა თასის მოგება მოახერხა.

3. ალექს მაკლიში (შოტლანდია)

ბრიტანული ფესვების მქონე სპეციალისტს აქამდე საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან შეხება არ ჰქონია, თუმცა ვთვლით, რომ ალექს მაკლიშის სტილი შესაძლოა წარმატების მომტანი იყოს საქართველოს ნაკრებისთვის. მაკლიშს სანაკრებო დონეზე მუშაობის გამოცდილება აქვს , იგი ორჯერ, სხვადასხვა დროს წვრთნიდა შოტლანდიის ეროვნულ გუნდს. მისი სახელი ასევე ჩაწერილია "რეინჯერსის" ისტორიაში, მას გლაზგოს გუნდში ქართველებთნ ერთადაც მოუწია მუშაობა და ჩვენი ფეხბურთელების მენტალიტეტს ასე თუ ისე კარგად იცნობს. მაკლიშმა "რეინჯერსთან" ერთად შოტლანდიის ჩემპიონატის მოგება სამჯერ მოახერხა.

2. ვალტერ მაცარი (იტალია)

59 წლის იტალიელი სპეციალისტის სახელთან "ნაპოლის" აღზევებაა დაკავშირებული 21-ე საუკუნეში. მიუხედავად იმისა, რომ მას სანაკრებო გამოცდილება არ აქვს, მისი დონე გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ შესაძლოა წარმატება საქართველოს ნაკრებშიც ჰქონდეს. მაცარი თავისი სამწვრთნელო კარიერის მანძილზე მუდამ იტალიურ კლუბებში მუშაობდა, მან 2012 წელს "ნაპოლის" იტალიის თასი მოაგებინა, ხოლო 2013 წელს სერია ა-ში ნეაპოლიტანელები მეორე ადგილზე გაიყვანა. იგი 2020 წლის თებერვლიდან უმუშევარია.

1. ლორან ბლანი (საფნრაგეთი)

ჩვენ მიერ დასახელებულ მწვრთნელებს შორის ყველაზე სახელოვანი ალბათ მაინც ლორან ბლანია. 55 წლის სპეციალისტი "ბორდოს" , "პარი სენ-ჟერმენსა" და საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს ავარჯიშებდა. 2016 წლიდან ბლანი სამწვრთნელო საქმიანობას ჩამოშორებულია, თუმცა თავისი კარიერის მანძილზე მან 4-ჯერ მოიგო საფრანგეთის ჩემპიონატი, ერთხელ ბორდოსთან, ხოლო 3-ჯერ პარი სენ-ჟერმენთან ერთად. ბლანი 2-ჯერ საფრანგეთის წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



ფედერაციამ ნაკრების გაძღოლა კალაძისა და დემეტრაძის თანაგუნდელს შესთავაზა

დაგვიმეგობრდით