ბელგიური "გენტის" მთავარმა მწვრთნელმა ვიმ დე დეკერმა კლუბის ქართველი ლეგიონერის გიორგი ჩაკვეტაძის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.
მწვრთნელის თქმით, გიორგიმ ტრავმა მოიშუშა, ჯანმრთელადაა, თუმცა ახლა ახლა მთავარია დააკვირდნენ, რამდენადაა ის ფსიქოლოგიურად მზად. როგორც ჩანს, გიორგის ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.
"იგი ჯანმრთელდაა, ჩაკვეტაძე კარგად გამოიყურება, თითქოს ჯანმრთელადაა. ახლა უნდა დავაკვირდეთ მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, რამდენადაა ის ფსიქოლოგიურად მზად". - აცხადებს დეკერი.
შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო გიორგიმ საქართველოს ნაკრების ბოლო 2 შეკრება გამოტოვა.
-
|
-
|