კატალონიის "ბარსელონას" ესპანელი ცენტრალური მცველი, ჟერარდ პიკე მადრიდის "ატლეტიკოს" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაზე საუბრობს:
"სამედიცინო შტაბმა შემოწმებების ჩატარების შემდეგ დაადგინა, რომ სერიოზული ტრავმა მაქვს, რის გამოც 3-4 თვის განმავლობაში მოედანზე გამოსვლას ვერ შევძლებ."
"ძალიან მძიმეა გუნდის ასეთ რთულ დროს მიტოვება, იმედი მაქვს თანაგუნდელები "ბარსელონას" ღირსებისთვის ყველაფერს გააკეთებენ."
შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, "როხი-ბლანკოს" გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 2:0.
-
|
-
|