მესი ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურის განაცხადში ვერ მოხვდა !

24-11-2020, 12:08

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, კატალონიის "ბარსელონას" გასახდელში კიდევ ერთი სკანდალია.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ჰოლანდიელმა სპეციალისტმა, რონალდ კუმანმა არგენტინელი ვარსკვლავი და კაპიტანი, ლიონელ მესი, ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურის განაცხადში არ შეიყვანა.

ცნობების მიხედვით, მესი ამ მიზეზით, კიევის "დინამოსთან" მატჩს გამოტოვებს.

შეგახსენებთ, რომ ჯერ-ჯერობით კლუბის წარმომადგენლები თავდამსხმელის განაცხადის მიღმა დატოვებას, მცირე ტრავმით ამართლებენ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



კვეკვესკირი კარიერას უნგრეთში გააგრძელებს

დაგვიმეგობრდით