ბრწყინვალე წინადადება ქეცბაიას, თემურს ერთ-ერთ უძლიერეს გუნდში იწვევენ

24-11-2020, 21:26

ფამაგუსტას "ანორთოსისის" მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ, შესაძლოა, კარიერა ისრაელის უმაღლეს ლიგაში გააგრძელოს.

კვიპროსული გამოცემების ინფორმაციით, ქართველი სპეციალისტის დამატებით თელავივის "მაკაბი" არის დაინტერესებული.

ხსენებულმა კლუბმა გასულ სეზონში ისრაელის ჩემპიონატის მოგება მოახერხა. წელს კი ევროპა ლიგაზე ასპარეზობს და საკმაოდ წარმატებითაც.

თუმცა, წყაროს ცნობით თავად ქეცბაია ამჟამად "ანორთოსისის" დატოვებას არ აპირებს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



კვეკვესკირი კარიერას უნგრეთში გააგრძელებს

დაგვიმეგობრდით