კობიაშვილი: "ეს ყველაფერი შენგელიასა და კვარაცხელიას გამო მოხდა"

24-11-2020, 21:38

საქართველოს პირველი არხის ეთერში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა მაკედონიასთან წაგებული მატჩის შესახებ ისაუბრა.

"ჩრდილოეთ მაკედონიასთან ევრო 2020-ის ფინალამდე გუნდზე წამყვანი მოთამაშეების არყოფნამ ცუდი გავლენა მოახდინა გუნდზეც და მწვრთნელის ჩანაფიქრიც არია. კვარაცხელიასა და შენგელიას ყოფნაზე ბერი იყო დამოკიდებული".

"მათმა არყოფნამ გუნდზე ძალიან ცუდად იმოქმედა. იმ დღეს ვარჯიში შეწყდა, სხვებიც რომ არ დაინფიცირებულიყვნენ. ამან მწვრთნელის გეგმებიც შეცვალა და გავლენა იქონია ჩვენს შეტევაზეც, სადაც სისწრაფე, ფლანგებზე ინდივიდუალური მოქმედებები და სიმწვავე დაგვაკლდა. არა მგონია, რომ მეტოქე ჩვენზე უკეთესი გუნდი იყო. ამას გარდა, დაცვაშიც ისეთი შეცდომა დავუშვით… ელემენტარული "კედელი" გაგვითამაშეს და გაგვიტანეს", - განაცხადა კობიაშვილმა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



კვეკვესკირი კარიერას უნგრეთში გააგრძელებს

დაგვიმეგობრდით