ერიქსენი კარიერას ბუნდესლიგაში გააგრძელებს

24-11-2020, 22:17

მილანის "ინტერის" ნახევარმცველმა კრისტიან ერიქსენმა, შესაძლოა, კარიერა გერმანიის ჩემპიონატში გააგრძელოს.

იტალიურ მედიაში გავრცელებული ცნობით, "დორტმუნდი" დანიელის აყვანის შესაძლებლობას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს განიხილავს.

აღნიშნავენ, რომ გერმანული კლუბი ოქტომბერში ფიქრობდა 28 წლის ფეხბურთელის იჯარით აყვანას, მაგრამ გარიგება არ შედგა.

უფრო ადრე, "ინტერის" გენერალურმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ არ გამორიცხა ერიქსენის მილანური გუნდიდან წასვლა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით