კობიაშვილი: "ქართველ მწვრთნელს არ ვეძებთ, ნაკრების მომავალი დამრიგებელი..."

24-11-2020, 22:47

საქართველოს პირველი არხის ეთერში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწრთვნელის კანდიდატურის შესახებ კომენტარი გააკეთა.

"რ ვუყურებ ამ საკითხს ასე, რომ მწვრთნელად ქართველი უნდა დაინიშნოს იმიტომ, რადგან საქართველოს ჩემპიონატს მიადევნოს თვალი. ამის პრობლემა არც ვლადიმირ ვაისს ჰქონია. მთავარია, თუ არიან ჩვენს ჩემპიონატში ისეთი მოთამაშეები, რომლებიც სანაკრებო დონეს აკმაყოფილებენ. ასეთები კი ნამდვილად არიან".

"გყვავს ძლიერი სპეციალისტები, რომლებიც საქართველოში არ მუშაობენ. ასეთები აქაც არიან. მაგრამ უნდა გავიხედოთ უცხოურ ბაზარზე, ვინ არის თავისუფალი მწვრთნელი, რომელსაც სანაკრებო გამოცდილება გააჩნია", - განაცხადა კობიაშვილმა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



კვეკვესკირი კარიერას უნგრეთში გააგრძელებს

დაგვიმეგობრდით