გუცაევი: "ნაკრები აუცილებლად მან უნდა გაწრთვნას"

24-11-2020, 23:29

ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა ვოვა გუცაევმა საქართველოს ნაკრების მომავალი მწვრთნელის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა.

"მწვრთნელი აუცილებლად უნდა იყოს ქართველი. ბოლოს მწვრთნელიც უცხოელი, მანამდე ჟირესი, ტოპმიოლერი, კუპერი და არაფერი ნაბიჯი არ გადაგვიდგამს წინ ხარისხისა და განვითარების კუთხით. ჩვენი მწვრთნელები, ვინც მუშაობდდნენ – მე, დათო ყიფიანი, ჩივაძე, ძოძუაშვილი, უფრო მაგარ გუნდებს ვუგებდით და უფრო კარგ შედეგებს ვდებდით".

"მე არ მახსოვს ვაისი ეროვნული ლიგის მატჩს დასწრებოდეს. მარტო ლეგიონერებით თამაში არის აბსურდი. ცხადაძემ 2 ფეხბურთელი გამოარჩია, მე კი 10 ფეხბურთელზე ვიტყოდი, რომლებიც თავისი კვალიფიკაციით არ არიან ღირსები ნაკრებში იყვნენ. ვაისსმა ეს აღიარა ბოლო პრესკონფერენციაზე, მაგრამ ეს უკვე აღარაფერს უშველის. ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ნაკრებში უნდა იყო".

"ამ დროს საქართველოს პირველობაზე, მართლაც დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, მაგრამ მაგალითად არის “ლოკომოტივის” მარჯვენა შემტევი თორნიკე კირკიტაძე. მე ასეთი სწრაფი ფეხბურთელი დიდი ხანია არ მინახავს, ბლოხინსაც არ ჰქონდა ასეთი სისწრაფე. როცა გაკლია ამ პოზიციაზე მოთამაშე, რატომ არ აძლევს შანსს ასეთ ფეხბურთელებს", -  განაცხადა გუცაევმა.

მე მთლიანად ვეთანხმები ვლადიმერ გუცაევს. ისე თორნიკე კირკიტაძე, რომ გამორჩეული ფეხბურთელია და პირველ რიგში სისწრაფით ამის შემჩნევა ძნელი არ უნდა იყოს. საერთოდ ხშირად ვუყურებ და ვუსმენ ვოვას, ძალიან გააზრებულად და საქმის ცოდნით საუბრობს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



კვეკვესკირი კარიერას უნგრეთში გააგრძელებს

დაგვიმეგობრდით