სალუქვაძე: “სიტყვას ვერ ამოაღებინებ მათ, თქვე კაი ხალხო...”

24-11-2020, 22:55

ცნობილმა ქართველმა ჟურნალისტმა, ლევან სალუქვაძემ მორიგი კრიტიკული განცხადება გააკეთა.

"ჩვენი თაობის ყველა ვეტერან ფეხბურთელს უდიდეს პატივს ვცემ. მაგრამ სიტყვას ვერ ამოაღებინებ ვერავის. ეს იმის ბრალი არ არის, ამის ბრალი არ არის. თქვე კაი ხალხო, თქვენ თუ არ ისაუბრეთ, აბა მშენებლებს და მეხანძრეებს გავარჩევინოთ თამაში?"

"თქვით, ამოიღეთ ხმა. რატომ არის არაკორექტული ვინმეს დადანაშაულება? უხერხული ისაა, რომ თქვენს გულშემატკივრებს არაფერს ეუბნებით. რუმენიგე, კლინსმანი და სხვები გამოდიან და საკუთარ შეფასებებს აკეთებენ. ნუ ცდილობთ ურთიერთობას გაუფრთხილდეთ. თქვენი სალაპარაკოა ეს ყველაფერი."

"თუ არ ილაპარაკებთ შედეგი არ მოვა. გავა რამდენიმე მატჩი და მოვიგებთ ზოგიერთს, მაგრამ, საბოლოო ჯამში ვერაფერს მივაღწევთ." - აცხადებს სალუქვაძე.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



კვეკვესკირი კარიერას უნგრეთში გააგრძელებს

დაგვიმეგობრდით