დევდარიანი: "მე ვერ დავიჯერებ, რომ ჩვენი ნაკრების ზედმეტწონიანი მცველი, ასე აღემატება მას"

25-11-2020, 22:00

საქართველოს ეროვნული ნაკრების ბოლო დროინდელი მატჩების შესახებ რუსთავი 2 -ის სპორტულ გადაცემაში "სპორტის დრო" გამორჩეულმა ქართველმა მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა ისაუბრა.

დევდარიანმა ხაზი ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელების როლს გაუსვა. მისი აზრით, მათი გამოყენება საქართველოს მთავარ საფეხბურთო ნაკრებში შეიძლება.

"ნაკრებში უნდა იყოს ის, ვისაც სათამაშო პრაქტიკა აქვს. ავიღოთ ნიკა სანდოხაძე, რომელმაც გასარევი თამაში ჩაატარა მოსკოვის "დინამოსთან", "გრანადასთანაც" ძალიან დამაჯერებლად ითამაშა".

"მე ვერ წარმოვიდგენ, რომ ზედმეტწონიანი და უთამაშებელი მცველი, რომელიც საქართველოს ნაკრებშია, ასე აღემატება მამუკა კობახიძეს და ნიკა სანდოხაძეს, რომ უფორმოდაც კი დააყენო, ხოლო მათ თამაშის საშუალება არ მისცე". - განაცხადა დევდარიანმა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



კვეკვესკირი კარიერას უნგრეთში გააგრძელებს

დაგვიმეგობრდით