არველაძე: "ერთი კვირით ადრე ყველამ ყველაფერი იცოდა, ხოლო შემდეგ გამოჩნდა, რომ ვიღაცა..."

25-11-2020, 22:10

ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთლმა და ამჟამად ტაშკენტის "პახთაქორის" მთავარმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ ძმასთან, აჩი არველაძესთან ერთად საქართველოს ეროვნული ნაკრებისნ შესახებ ისაუბრა, რომელმაც ნოემბერში 2 მძიმე მარცხი განიცადა.

აჩი არველაძის თქმით, ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩამდე 1 კვირით ადრე ყველაფერი იდეალურად იყო, ხოლო რეალურად ვითარება სულ სხვაგვარი ყოფილა.

"ერთი კვირით ადრე თამაშამდე ყველა ყველაფერს ასრულებდა, ყველას ყველაფერი ესმოდა, ყველას ყველაფერი შეეძლო, ხოლო უცებ არმოჩნდა, რომ ვიღაც არ ისმენს, ვიღაც არ აკეთებს, ვიღაც კი ნაკრებში უხალისოდ ჩამოდის და გაცნობიერებული არ აქვს პასუხისმგებლობა". - აცხადებს აჩი.

რაც შეეხება შოთის, მან ნაკრების მწვრთნელობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას შემდეგი პასუხი გასცა:

"რაც შეეხება ნაკრების მწვრთნელობას, არ ვფიქრობ ამაზე, ჩემი კანდიდატური არ განიხილება, ამას თავისი მიზეზები აქვს". - განაცხადა შოთიმ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



კვეკვესკირი კარიერას უნგრეთში გააგრძელებს

დაგვიმეგობრდით