გავიხსენოთ მარადონას სიტყვები: "სწორედ ამიტომ, გაუმარჯოს საქართველოს"

25-11-2020, 20:50

ქართველი ქომაგების ერთ-ერთი დაუვიწყარი მოვლენა გახლდათ 2008 წლის ოქტომბერში თბილისში დიეგო არმანდო მარადონას ჩამოსვლა.

არგენტინელმა ლეგენდამ მაშინ ომის შემდეგ საქართველოს მხარდასაჭერად მატჩში მიიღო მონაწილეობა. თამაშამდე კი მან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.

"ვიცი რაც მოხდა თქვენს ქვეყნაში და მსურდა, რომ მხარდაჭერა გამომეხატა. გაუმარჯოს საქართველოს!"

"სიმართლე გითხრათ, ქართულ ფეხბურთზე დიდი ინფორმაცია არ მაქვს. ჩემს დროს, სამწუხაროდ, ყველას საბჭოელებად მოიხსენიებდნენ. ახლა კი ვიცი, რომ საკმაოდ კარგი გუნდი, თბილისის "დინამო", ქართული ყოფილა." - განაცხადა ლეგენდარულმა თავდამსხმელმა.

დღეს, 25 ნოემბერს დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში დაიღუპა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



კვეკვესკირი კარიერას უნგრეთში გააგრძელებს

დაგვიმეგობრდით