როგორ გამოეხმაურა ლეო მესი დიეგო მარადონას სიკვდილს

25-11-2020, 22:13

როგორც მოგეხსენებათ, სულ ცოტა ხნის წინ შევიტყვეთ, რომ ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი, დიეგო მარადონა გარდაიცვალა.

დიეგოს სიკვდილს გამოეხმაურა "ბარსელონას" კაპიტანი, ლეო მესი, რომელმაც ამ ფაქტს სოციალურ ქსელში პოსტი მიუძღვნა.

"ძალიან სევდიანი დღე არგენტინელებისთვის და ზოგადად ფეხბურთისთვის. დიეგო წავიდა, მაგრამ თან არც წასულა, რადგან ის მარადიულია.

მახსენდება მის გვერდით გატარებული ყველა დიდებული წამი. მის ოჯახსა და მეგობრებს თანადგომას ვუგზავნი.

მშვიდად განისვენე." - დაწერა მესიმ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



კვეკვესკირი კარიერას უნგრეთში გააგრძელებს

დაგვიმეგობრდით