გიორგი კეკელიძემ "ლანჩხუთის" ყველაზე უმცროს წევრს სტიპენდია დაუნიშნა

25-11-2020, 23:05

"ლანჩხუთის" ქალთა საფეხბურთო კლუბისყველაზე უმცროსს წევრს, 16 წლის ანა გობრონიძეს, "გურული დღიურების" ფონდის დამაარსებელმა, გიორგი კეკელიძემ,  სტიპენდია დაუნიშნა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია თავად გიორგი კეკელიძემ გაავრცელა.

"ლანჩხუთის ქალ ფეხბურთელთა გუნდის ყველაზე უმცროს წევრს, 16 წლის ანა გობრონიძეს, დღეიდან გურული დღიურების ფონდის სტიპენდიას დავუნიშნავთ. ანა უნიჭიერესი სპორტსმენია, ამასწინ ეროვნულ ლიგაში გოლიც კი გაიტანა. დედამისი, ისევე როგორც უამრავი სხვა მშობელი, იტალიიდან ადევნებს თვალს შვილის წარმატებას და დარწმუნებული ვარ, ეს წარმატება ძალიან, ძალიან დიდი იქნება", - წერს კეკელიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ “ლანჩხუთის” ქალთა საფეხბურთო კლუბი ჩემპიონთა ლიგის დასკვნით ეტაპზე გავიდნენ და 1/16 ფინალში იასპარეზებენ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



კვეკვესკირი კარიერას უნგრეთში გააგრძელებს

დაგვიმეგობრდით