კალაძე 12 ნოემბრის ღამეს დაჯარიმებულ გულშემატკივარს ჯარიმას გადაუხდის

25-11-2020, 23:08

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ აპირებს ჯარიმა გადაუხადოს გულშემატკივარს, რომელიც 12 ნოემბერს, საქართველო-მაკედონიის შეხვედრის ღამეს, "დონამო არენასთან" კომენდანტის საათის დარღვევის გამო დააჯარიმეს.

"ჯერ არ გადამიხდია, მაგრამ ვაპირებ, ჯარიმა გადავუხადო. ეს იყო გულშემატკივარი, რომელიც თამაშის შემდეგ დაჯარიმდა".

"მიმაჩნია, რომ გულშემატკივრობის გამო, მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდვები იყო, კანონს ყველა უნდა დავემორჩილოთ. მაგრამ ის დღე განსაკუთრებული იყო გულშემატკივრისთვის, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში განსაკუთრებული, სპორტის თვალსაზრისით, კონკრეტულად ფეხბურთს ვგულისხმობ".

"სამწუხაროდ, ის შედეგი ვერ მივიღეთ, რასაც მთელი საქართველო ამ ხნის განმავლობაში ველოდებოდით, მაგრამ ყველაფერი წინ გვაქვს და ყურები არ უნდა ჩამოვყაროთ. ეს სპორტია, ეს ფეხბურთია და უფრო მეტი გამარჯვებები წინ გველოდება. ამ კონკრეტულ პიროვნებას რაც შეეხება, ეს კონკრეტული პიროვნება, ერთი ადამიანი იყო დაჯარიმებული", - განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



კვეკვესკირი კარიერას უნგრეთში გააგრძელებს

დაგვიმეგობრდით