"ლანჩხუთის" მეტოქეს საქართველოში ჩამოსვლა არ სურს

26-11-2020, 18:23

როგორც უკვე იცით, ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე საფეხბურთო კლუბ "ლანჩხუთის" მეტოქე "როზენგორი" იქნება.

გავრცელებული ცნობით, შვედურ კლუბს საქართველოში ჩამოსვლა არ სურს. მიზეზი ყველასთვის უკვე კარგად ნაცნობი კორონავირუსის პანდემიაა.

ჩემპიონთა ლიგის 1/16 ეტაპზე, სტანდარტულად, გუნდებმა ერთი მატჩი სახლში უნდა ითამაშონ, ერთი კი სტუმრად, თუმცა მეტოქე შეხვედრის ნეიტრალურ სტადიონზე ჩატარების მომხრეა.

გუნდების პირველი მატჩი 9 დეკემბერს, 20:00 საათზე, საქართველოში, ხოლო განმეორებითი შეხვედრა 15 დეკემბერს, შვედეთში, თბილისის დროით კვლავ იდენტურ დროს უნდა შედგეს.

ამ ეტაპზე საქართველოში გასამართი შეხვედრის, "ლანჩხუთისა" და "როზენგორის" მატჩის მასპინძელი სტადიონი ცნობილი არ არის.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



კვეკვესკირი კარიერას უნგრეთში გააგრძელებს

დაგვიმეგობრდით