შოთა არველაძე: "პირდაპირ ვამბობ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელობა არ მინდა"

26-11-2020, 20:17

საქართველოს პირველი არხის ეთერში სტუმრობისას შოთა არველაძემ ღიად დააფიქსირა საუთარი მოსაზრება და აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელობა არ სურს.

"პირდაპირ ვამბობ, რომ საქართველოს ნაკრების მწვრთნელობა არ მინდა და ამას თავისი ახსნა აქვს. ეს ფაქტორები რამდენჯერმე ავხსენი და განვმარტე - ჩემს თავზე არაფერი რომ არ ვთქვა, არ მინდა, ჩემმა ოჯახმა ინერვიულოს, არ მიღირს", - აღნიშნა არველაძემ.

შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ საქართველოს ეროვნული ნაკრები მთავარმა მწვრთნელმა, სლოვაკმა ვლადიმირ ვაისმა დატოვა და ფედერაცია ახალი მწრთვნელის ძიებაშია.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



კვეკვესკირი კარიერას უნგრეთში გააგრძელებს

დაგვიმეგობრდით