დიდ დიეგო მარადონას მთელი საფეხბურთო სასმყარო ემშვიდობება. ლეგენდარულმა არგენტინელმა ბოლო გზაზე თბილი სიტყვები ქართველებისგანაც მიიღო.
მარადონას გარდაცვალებას საინტერესოდ გამოეხმაურა თბილისის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელი დავით ოდიკაძე, რომელმაც საქართველოში გამართულ შეხვედრაში, რომელშიც მონაწილეობას დიეგო მარადონა იღებდა, ითამაშა.
ოდიკაძემ სოციალურ ქსელში იმ თამაშიდან ფოტო შემდეგი სათაურით გააზიარა: "ეს უნდა გარდაცვლილიყო და მე და ვადაჩკორია (არბიტრი) უნდა ვიყოთ ცოცხლები".
-
|
-
|