რას ამბობდა დიეგო მარადონა თავდაპირველად მესის შესახებ

28-11-2020, 22:21

"ბარსელონას" არგენტინელი გენიოსი, ლიონელ მესი, საფეხბურთო ასპარეზზე პირველად 2005 წელს გამოჩნდა, როდესაც "ბლაუგრანას" მაისური ოფიციალურ შეხვედრებში მოირგო.

"ლა პულგამ" თავიდანვე ძალიან ბევრი აღაფრთოვანა. ჩემპიონთა ლიგაზე მისი ერთ-ერთი პირველი შეხვედრის შემდეგ კი გაოცება მისმა სახელოვანმა თანამემამულემ, დიეგო მარადონამაც, ვერ დამალა.

"მე ვნახე მოთამაშე, რომელიც არგენტინულ ფეხბურთში ჩემს ადგილს მემკვიდრეობით დაიკავებს და მისი სახელი ლიონელ მესია.

ის, რონალდინიოსთან ერთად, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. მესის ჩემ თავს ძალიან ვამსგავსებ", - განაცხადა აწ უკვე გარდაცვლილმა დიეგომ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



ცნობილია რა სიმძიმისაა ხვიჩა კვარაცხელიას ახალი ტრავმა

დაგვიმეგობრდით