ხვიჩა კვარაცხელიას ბრწყინვალე წარმატება

27-11-2020, 13:49

EuroFootball-მა რუსეთის ჩემპიონატის პირველი ნაწილის შედეგები შეაჯამა და საუკეთესო ნახევარმცველები გამოავლინა.

მათ შორის კი საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" ფლანგის შემტევი ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია და სამეულში შეიყვანა.

"19 წლის ასაკში ქართველს უდიდესი გავლენა აქვს ლეონიდ სლუცკის გუნდის თამაშზე, რომელიც სატურნირო ცხრილის შუაშია დამკვიდრებული".

"შემთხვევითი არაა, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში კვარაცხელიას სავარაუდო ღირებულება ინტერნეტსააგენტო Transfermarket-ის ვერსიით 2.3-დან 7.5 მილიონ ევრომდე გაიზარდა", - წერს გამოცემა ქართველი ლეგიონერის შესახებ.





კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



კვეკვესკირი კარიერას უნგრეთში გააგრძელებს

დაგვიმეგობრდით