რომელ ქართულ სტადიონზე ითამაშებს "ლანჩხუთი" ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალში

28-11-2020, 15:36

"ლანჩხუთის" ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, საქართველოს ქალთა ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალში შვედურ "როსენგარდს" თბილისში უმასპინძლებს.

"ქალთა ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალის პირველი მატჩი "ლანჩხუთსა" და "როსენგარდს" შორის, 9 დეკემბერს, თბილისში, "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონზე მაყურებლის გარეშე გაიმართება და 14 საათზე დაიწყება", - ვკითხულობთ გუნდის ვებგვერდზე.

ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალში გასული ქალთა საფეხბურთო კლუბ "ლანჩხუთი" საშინაო არენა უეფა-ს მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და ამიტომ, შვედეთის "როსენგარდთან" საშინაო არენას სამი დღე არჩევდა.

მასპინძელ არენად ჯერ დასახელდა ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი და გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის არენა, შემდეგ კი ბათუმის ახალი სტადიონი და "მიხეილ მესხი", მაგრამ ბათუმის ახალ სტადიონს ჯერ უეფა-ს კატეგორია არ გააჩნია და ამიტომ, ჯერ იქ საერთაშორისო შეხვედრა ვერ ჩატარდება.

საბოლოოდ კი არჩევანი "მიხეილ მესხზე" შეჩერდა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



კვეკვესკირი კარიერას უნგრეთში გააგრძელებს

დაგვიმეგობრდით