მალდინიმ "მილანის" სატრანსფერო სამიზნე დაასახელა

28-11-2020, 20:09

"მილანის" სპორტულმა დირექტორმა, პაოლო მალდინიმ, კლუბის სატრანსფერო სამიზნე დაასახელა.

"ფლორიან ტოვენი ძალიან კარგი ფეხბურთელია. მას გუნდთან კონტრაქტი მალე ეწურება, ასე რომ ეკონომიკური თვალსაზრისით ის ჩვენთვის ძალიან საინტერესო ფეხბურთელია".

"ასაკის გათვალისწინებით, ის არ არის იმ ტიპის მოთამაშე, რომლის გაფორმებასაც ბოლო 2 წლის განმავლობაში ვეცდებოდით. მაგრამ, მიგვაჩნია, რომ ამ პრობლემის მოგვარების გზა შემადგენლობაში ახალგაზრდა და გამოცდილი ფეხბურთელების გაერთიანებაა", - განაცხადა მალდინიმ.

ტოვენს "მარსელთან" კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში 27 წლის შემტევმა ფრანგული გუნდის მაისურით ჩატარებულ 13 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და 5 ასისტი მიითვალა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



კვეკვესკირი კარიერას უნგრეთში გააგრძელებს

დაგვიმეგობრდით